წესები და პირობები

დაჯავშნა
დაჯავშნა ხორციელდება მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით. ჯავშნის დადასტურების შემდეგ, ავტომატურად მიიღებთ ელექტრონულ დასტურს (ქვითარს). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასტურის მიღების გარეშე ვერ ისარგებლებთ ჩვენი სერვისებით.

ადგილზე მისვლისას
ადგილზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, სადაც შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ჯავშნის დასტურის ქვითარი და მიიღოთ საჭირო ინვენტარი . ამის შემდეგ , შეძლებთ თავისუფლად ისარგებლოთ თქვენ მიერ დაჯავშნილი სერვისებით.

გადახდა
გადახდა ხორციელდება ავტომატურად, ონლაინ ბანკინგის მეშვეობით ჯავშნის გაკეთების დროს.

გაუქმება და თანხის დაბრუნება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.

დაგვიანების პირობები
დაგვიანების შემთხვევაში, დაჯავშნილი დრო არ გახანგრძლივდება და გადაიდება. გთხოვთ, დაგეგმოთ თქვენი დრო წინასწარ.

ზიანზე პასუხისმგებლობა
ყველა მოთამაშე, თუ სტუმარი ვალდებულია სათანადოდ მოეკიდოს ტერიტორიაზე არსებულ პადელის კორტებსა და ინფრასტრუქტურას. ნებისმიერი ზიანი დაეკისრება პასუხისმგებელ პირს, რომელიც გამოწვეული იქნება განზრახ ან დაუდევარი ქცევის შედეგად. კლუბს აქვს უფლება, დააკისროს სარემონტო და ჩანაცვლების ხარჯები იმ პირებს, ვინც ზიანის გამომწვევად ჩაითვლება.

ტანსაცმელი
პადელი კორტების სარგებლობისას სავალდებულოა მხოლოდ სპორტული (სპეციალური) ფეხსაცმლის გამოყენება.

საკომისიო ხარჯები
შეგახსენებთ, რომ გადახდის პროცესში შესაძლოა დაგემატოთ ბანკისა ან სხვა გადახდის სერვისების მიერ განსაზღვრული საკომისიო. აღნიშნული ხარჯების სრულად გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებლებს.

კომპანიის რეკვიზიტები
შპს კუს ტბა პადელი სკ 405770900, მისამართი: კუს ტბა.