კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი ინფორმაცია

შპს „KUS TBA PADEL“ პატივს სცემს თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. მოცემული პოლიტიკა აღწერს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ მომხმარებლების მონაცემებს ჩვენი ვებსაიტისა და სერვისების გამოყენებისას.

ჩვენი ვებსაიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


2. შეგროვებული ინფორმაცია

ჩვენ შეგვიძლია მოვაგროვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • საბაზისო მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საჭიროების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან კომპანიის დასახელება (ჯავშნის ან გადახდისას).

  • გადახდის ინფორმაცია: ჩვენ არ ვინახავთ თქვენი ბარათის დეტალებს. ყველა ფინანსური ოპერაცია მიმდინარეობს TBC Bank და Bank of Georgia-ს დაცულ სისტემებში.

  • ჯავშნის დეტალები: არჩეული დრო, კორტი, მომსახურების ტიპი და სხვა შესაბამისი მონაცემები.

  • ანალიტიკური ინფორმაცია: IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, გვერდების მონახულების სტატისტიკა (Google Analytics, Meta Pixel და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოებით).

  • Cookies (ფაილები): ჩვენი საიტი იყენებს cookies-ებს ფუნქციონალობისა და სარეკლამო ანალიზის მიზნით.


3. მონაცემთა გამოყენების მიზნები

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • ჯავშნის დამუშავება და მომსახურების მიწოდება

  • გადახდის შესრულება და ინვოისების გამოტანა

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია (დადასტურებები, ცვლილებები, გაუქმებები)

  • მომხმარებლის ანგარიშის მართვა (თუ რეგისტრაციაა ჩართული)

  • სერვისის გაუმჯობესება, ანალიტიკის და სტატისტიკის მიზნებისთვის

  • სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაცია


4. მესამე პირებთან გაზიარება

ჩვენ არ ვასხავთ და არ ვყიდით მომხმარებელთა ინფორმაციას მესამე პირებზე, გარდა შემდეგ შემთხვევებისა:

  • გადახდის მომსახურების პროვაიდერები: TBC Bank და Bank of Georgia (მხოლოდ ტრანზაქციისთვის აუცილებელი მონაცემები).

  • ანალიტიკური სისტემები: Google Analytics, Meta (Facebook) Pixel — ანონიმიზებული მონაცემებით.

  • სასამართლო ან სამართალდამცავი ორგანოები: მხოლოდ კანონის მოთხოვნით.


5. მონაცემთა დაცვა

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ და ადმინისტრაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად.
მონაცემებზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ, და ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის წესები.


6. Cookies და ანალიტიკა

საიტი იყენებს cookies-ებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. Cookies საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ თქვენი პარამეტრები, ვნახოთ საიტის გამოყენების სტატისტიკა და ვაჩვენოთ მიზნობრივი რეკლამები.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამორთოთ cookies-ები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.


7. მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლი;

  • მოითხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა;

  • უარი თქვათ მარკეტინგულ შეტყობინებებზე;

  • გამოთქვათ პრეტენზია პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან.

საკონტაქტო ელფოსტა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: info@kustbapadel.ge


8. ცვლილებები პოლიტიკაში

ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ეს პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე ახალი თარიღით.


9. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ ისარგებლოთ თქვენი მონაცემების დაცვის უფლებებით, დაგვიკავშირდით:

KUS TBA PADEL
ელფოსტა: info@kustbapadel.ge
ტელეფონი: +995 585 88 99 77
ვებსაიტი: www.kustbapadel.ge