ჩვენ შესახებ
კუს ტბა პადელი არის პადელის კლუბი, რომელიც მდებარეობს რეკრეაციულ სივრცეში, კუს ტბაზე. კლუბი მოიცავს 8 ტოპ პანორამულ კორტს, რომლებსაც გააჩნია სრული აღჭურვილობა, ასევე კლუბში შეხვდებით, საპარკინგე სივრცეს, კაფეტერიას, ტრიბუნებს, სარეგისტრაციოსა და მაღაზიის ბოქსებს.
კლუბი სრულიად ინტეგრირებულია ბუნებაში, სადაც საშუალება გეძლევათ, ისიამოვნოთ თამაშის დროს უმაღლესი ხარისხის კორტებითა და ბუნების ხედებით. კორტები აღჭურვილია “HEXAGON CUP”-ის უახლესი ხალიჩით, რომელიც მსოფლიოში წამყვან ხალიჩად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისას ადგილზე შეგეძლებათ ითხოვოთ ჩოგნები და ბურთები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადმოგეცემათ. დამატებით, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღაზიით, სადაც შეხვდებით მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას.
გისურვებთ სასიამოვნო თამაშს, ჩვენს კლუბში!
